“უნდა ეწვიმა და წვიმს… 13 ივნისს სხვანაირად ვერც შევხვდებით…”

ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელეჯ წერს:

უნდა ეწვიმა და წვიმს… 13 ივნისს სხვანაირად ვერც შევხვდებით !

დღე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება ჩემს მოგონებებში… სახლში ამოვირბინე, საგულდაგულოდ შენახული სამხედრო ფორმა ჩავიცვი და ორ მეგობართან ერთად (ნიკა კირვალიძე და ლექსო სვიმონიშვილი) წავედი სტიქიის ზონისკენ.

პოლიციას და სამხედროებს გავეპარეთ და ასე აღმოვჩნდით ვერეს ხეობაში… მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ჯოხებით შეიარაღებული ვერ შევძლებდით საკუთარი თავის დაცვასაც კი, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი გვაერთიანებდა სამივეს, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა … სამწუხაროდ ვერ შევძელით… ვერცერთი სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ…

გამთენიისას გმირთა მოედანზე ვიყავით… ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ გამთენიისას, გმირთა მოედანზე ბეჰემოტს გამოვდენიდი, ეს არის კურიოზულიც, თუმცა ტრაგედია მთლიანად ფარავს ამ შემთხვევას…

მეორე დღეს, ჩვენ, მთელი თბილისი ვიყავით ერთიანი, ერთმანეთის გვერდით ვიდექით ახალგაზრდები, მთლიანად ტალახში ამოსვრილი და მიზანი საკუთარი ქალაქის დასუფთავება, მოვლა-პატრონობა იყო… ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდით…ამის შემდეგ ჩვენ კვლავ გავერთიანდით და ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად, რამდენიმე საათით ადრე დაანონსებულ აქციაზე მივედით ათასობით ახალგაზრდა…

22 ადამიანი შეიწირა 13 ივნისის სტიქიამ…

ღმერთმა აცხონოს ყველა დაღუპული თანამოქალაქის სული… მშვიდობა ჩვენს დედაქალაქს, მშვიდობა სრულიად საქართველოს !

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი