(უმძიმესი ვიდეო)”მაქვს ჰაერის უკმარისობა, ვერ დაგელოდებით…” – ქართველ ემიგრანტს კორონავირუსი დაუდგინდა

ემოგრანტი

კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტს ფიქრია რობაქიძეს, რომელიც ესპანეთშია, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„იცით რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. დღეს, ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი მუხლები მეკვეთებოდა…

შენი გვარი მოიცავს საავადმყოფოს კედლებს და ექიმის შეწუხებული სახე – ვწუხვარ, პასუხი დადებითი. აი აქ შენი გამბედაობა და ის სიძლიერე სრულდება, რაც ცოტახნის წინ იპოვე საკუთარ თავში. გზა ერთი საავადმყოფოდან მეორემდე. საავადმყოფოს კარიდან, სასწრაფოს მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი, კილომეტრებად გეჩვენება, ძლივს, რომ გაივლი ამ მონაკვეთს და იქაც შეშფოთებული სახეები გხვდება და იმის მთქმელიც არ გყავს, ნუ გეშინია მე შენთან ვარ, ყველა გზას მარტო გადიხარ. ყველა პასუხს მარტო იღებ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ხმა სადღაც შენში იმალება“, – წერს ფიქრია რობაქიძე.

ამ პოსტის დაწერიდან რამენიმე საათში, მან „ფეისბუქლაივი“ ჩართო და თქვა რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სასწრაფოდ გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ველოდები ექიმს. მაქვს ჰაერის უკმარისობა და მომიდუმდა ხელები და ფეხები. მძიმე პაციენტების ადგილი არ არის“ – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

loading...

პოპულარული

მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა
თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეიძლება ცუდი არც იყოს, უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი -კობახიძე
"ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ"- მეუფე იაკობის თთმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
როგორ დაიხარჯება 434 მილიონი, რომელიც მთავრობა სამშენებლო სექტორს გამოუყოფს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი