„უმძიმესი დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“ – მარიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

სააკაშვილი

cyc

„სასამართლო დარწმუნდა სააკაშვილის სიცოცხლის შეწყვეტის ან/და არაადამიანური მოპყრობით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალ რისკში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „საქართველოს დემოკრატიული ინციატივის“ თავჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მარიკაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი დარტყმაა, „ქართული ოცნებისთვის“ და ქვეყნისთვის.

„სააკაშვილი სტრასბურგს სასამართლოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების, არაადამიანური მოპყრობის და ა.შ. აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას სთხოვს. პარალელურად, ითხოვდა დროებითი ზომების მიღებას, რადგან მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი ამ უფლებების დენად დარღვევას და დაუყოვნებლივ ჩარევის გარეშე ზიანი იქნებოდა შეუქცევადი, ანუ, სასამართლოს გადაწყვეტილება დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც კი აზრს დაკარგავდა.

დროებითი ზომები (Interim measures) – სტრასბურგმა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს არ არის მარტივი. სტანდარტად სასამართლო იყენებს მოცემულობას, როდესაც რწმუნდება, რომ არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი. გადაწყვეტილებას განსაკუთრებით მაშინ მიმართავს, როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება. სასამართლოსთვის სიცოცხლე ის ღირებულებაა, რომელსაც მისი არსებობის დროს სჭირდება დაცვა. ადამიანის უფლებების დაცვასაც ცოცხალი ადამიანის შემთხვევაში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში, თუკი რეალურ დროში სიცოცხლეს არ დაიცავს, ნებისმიერი გადაწყვეტილება უკან მიდევნებული ლამპარი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ დროებითი ზომა საქმის არსებით გადაწყვეტას არ გულისხმობს. უფრო მეტიც, არ გამოირიცხება, რომ სასამრათლომ არც კი დაუშვას საჩივარი დროებითი ღონისძიების მიუხედავად, თუმცა ეს თეორიულად. რეალურად კი დროებითი ზომა, დიდწილად საქმის არსებითად გადაწყვეტის ტოლფასია.

საქმე იმაშია, სასამართლო დროებით ზომებს იმ უფლების დაცვისთვის გამოსცემს, რომლის დარღვევის დადგენასაც ითხოვს აპლიკანტი. ამ, შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ სასამართლო დარწმუნდა სააკაშვილის სიცოცხლის შეწყვეტის ან/და არაადამიანური მოპყრობით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალ რისკში”, – წერს მარიკაშვილი.

მისივე თქმით, სტარსბურგმა ხელისუფლებას რეალობის სათანადო ცვლილებების დავალება მისცა.

„უმძიმესი დარტყმაა ქართული ოცნებისთვის და არა მხოლოდ, ზოგადად ქვეყნისთვის, შემდეგ მიზეზთა და გამო:

1. სასამართლომ დაადასტურა, რომ ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტით ან/და არაადამიანური მოპყრობით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის რისკი მთავრობის ქმედებებით იყო გამოწვეული და შესაბამისად ამ რისკის მოხსნა იმას დაავალა, ვისაც პროცესების მართვის სრული კონტროლი და პასუხისმგებლობა ჰქონდა – მთავრობას;

2. სასამართლომ საერთაშორისო დონეზე განაჩენი გამოუტანა GD-ს. ფაქტიურად აღიარა, რომ საქართველოში, ქართული ოცნების ხელისუფლება ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას (წამებით, არაადამიანური მოპყრობით) გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალ რისკს უქმნის”, – წერს მარიკაშვილი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი