უკრაინის ხელმძღვანელი სააკაშვილი ვერ იქნება! – რამაზ საყვარელიძე

„ვფიქრობ, სცენარი გარე ძალებისგან არის შედგენილი, რომ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

შავი ჩაი ასკილით

„ეს შესაძლოა, იყოს არა ერთი ქვეყანა, არამედ – ერთდროულად რამდენიმე. შესაძლოა, ეს იყოს დასავლეთი და რუსეთი ერთად და უკრაინასთან მიმართებაში მათი ინტერესი იკვეთებოდეს, ისევე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში. როგორც ასეთი, დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებისთვის ერთმანეთს კი არ ეჭიდავებიან, თანხმდებიან. ვფიქრობ, ეს სცენარი პოროშენკომაც იცის და ამ სცენარით განსაზღვრულ როლს ასრულებს. სხვანაირად შეუძლებელია იმას, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, ლოგიკური ახსნა ჰქონდეს.

 

პოროშენკოს დასავლეთის მიმართ მეტისმეტად ბევრი პრეტენზია აქვს. იმ ამოცანების ჭრილში კი, რითაც რუსეთი და ამერიკის თამადობით დასავლეთი ხელმძღვანელობს, უკრაინაში არსებული რეჟიმი ბევრ სირთულეს ქმნის. შესაძლოა, ორივე მხარისთვის მისაღები იყოს ისეთი ხელმძღვანელობის მოყვანა, რომელიც ამ სირთულეებს უფრო რბილად მოუვლის. ეს ხელმძღვანელი სააკაშვილი ვერ იქნება. უკრაინის კონსტიტუციის ფარგლებში ის მხოლოდ შემსრულებელი შეიძლება იყოს და სცენარის ფარგლებში იმუშაოს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი