უკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს

სააკაშვილი

უკრაინიდან გაძევებული მიხელ სააკაშვილი რამდენიმე საათში  ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ პოლონეთიდან ისაუბრებს.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერთან კიევიდან ვარშავაში ჩასვლას მისი პარტიის წევრები გეგმავენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აანონსებს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და ამისათვის ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს. პარტიის ლიდერის ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად სააკაშვილის ახალ ძალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური გეგმები არ იცვლება და კვირას, დაგეგმილი მარში პოროშენკოს წინააღმდეგ მაინც გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის გატაცება რესტორნის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ერთ წუთიანი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ შედის 20-მდე ფორმიანი მამაკაცი კიევის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შენობაში სპეცრაზმელებმა ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის გატაცებიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაადასტურა, რომ ის იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც სექტემბერში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

ლუცენკოს უწყებაში ამბობენ, რომ სასაზღვრო სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების ოპერაციის შესახებ არ უცნობებია, რაც მათთვის მოულოდნელობა იყო. ოპოზიციის ლიდერი კი ამ დროს უკვე ჩარტერული რეისით პოლონეთში მიფრინავდა. გაძევებიდან რამდენიმე საათში ის ვარშავის აეროპორტში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურს გადასცეს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და გაძევებას გამოეხმაურნენ უკრაინელი პოლიტიკოსები. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

loading…

პოპულარული

ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
3 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება - ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
დაწერე კომენტარი