მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში თუმცა, მზად ვარ, ვიყო პრემიერი

სააკაშვილი

ვაშინგტონში, კატონის ინსტიტუტში, 6 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა, რომელიც უკრაინის მომავალს პოლიტიკურ განვითარებას და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრას საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით კიევის ცენტში აღმართული კარავიდან ჩაერთო. სააკაშვილმა მის მიმართ ბრალდებები უარყო. ხოლო კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ორ ქვეყანაში ორი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს, განაცხადა, რომ ის საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ერევა.

შავი ჩაი ასკილით

“მე არ ვაჩვენებ თავს, თითქოს საქართველოში პარტიის ლიდერი ვიყო. მე იქ საპატიო თამჯდომარე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი არ ვერევი. ეს ჯერ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ისინი შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ და ეს მათი გამარჯვება იქნება. მე არ ვცდილობ მათ ლიდერი ვიყო. რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად გავმხდარიყავი პრემიერ-მინისტრი, თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, აქტიური უკრაინელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო “ხალხის მტერს” მეძახის და პასპორტი ჩამომართვა. თქვენ შეიძლება გესმით ხმები ქუჩიდან.

აქ, ალბათ, 6-7ათასი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩემს კარავთან დგანან, თუ მე უკრაინელი პოლიტიკოსი არ ვარ, რას აკეთებს ეს ხალხი აქ? ვინ იყო ის ხალხი, ვინც პოლიციის მანქანიდან გამომიყვნა გუშინ, როგორ გაჩნდნენ ისინი იქ ასე სწრაფად? ეს ნიშნავს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ”, – განაცხადა მან.

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"მომწონს საქართველოში ყოფნა"- რაზე ისაუბრა რობოტმა სოფიამ პრესკონფერენციაზე
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი