უკრაინელებმა ხარკივიში 4 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს – გენშტაბი

უკრაინა

cyc

უკრაინელებმა ხარკივიში 4 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკივის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. კერძოდ: ზედა როგანკა, რუსული ლაზოვაია, სლაბოდსკოიე და პრილესნოე.

გენშტაბში ამბობენ, რომ ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფართომასშტაბურ სამხედრო მოქმედებებს განაგრძობენ.

“ოკუპანტები ასევე აგრძელებენ ქალაქ ხარკივზე საავიაციო და საარტილერიო შეტევებს. შეტევები გრძელდება იზიუმის მიმართულებით”, – ამბობენ გენშტაბში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი