უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის ნეშტი იპოვეს

ომის ვეტერანისა და სამხედრო ჟურნალისტის ზაირა მიქატაძის ინფორმაციით, უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნეშტი.

მიქატაძე, 10.01.1939 წელს საბჭოთა არმიაში გაწვეული და შემდგომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის ნათესავებს გამოხმაურებას სთხოვს.

“ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ჟიტომირის ოლქის ნოვოგრად-ვოლინსკის რაიონში, ერთ-ერთი ბრძოლის ადგილას, ნაპოვნია ნეშტი, რომელიც ეკუთვნის ქართველ ჯარისკაცს, სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძეს. დაბ.1918 წ. ცაგერის რაიონის ს.ალპანაში. საბჭოთა არმიაში გაწვეულია 10.01.1939 წ. ცაგერის კომისარიატიდან. სავარაუდოდ, ომმა ჯარში მოუსწრო და ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჯარისკაცის ნათესავებს ვთხოვ, გამომეხმაურონ ტელ. ნომერზე: 598 59 46 55”, – წერს მიქატაძე.

loading...

პოპულარული

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" სპეციალური განცხადება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე და რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში
ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა საქართველოში ჩამოვიდა - რას აცხადებს ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი
"ქმარს თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის... მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?" - თამარ ივერი ბასილაშვილის მეუღლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს
დაწერე კომენტარი