უკრაინაში, პუტინის ომის დაწყებიდან, 2 თვის შემდეგ, პირველად გავრცელდა ვიდეოკადრები, მარიუპოლიდან, კერძოდ “აზოვსტალის” შიდა ტერიტორიიდან, სადაც ქალაქის 1000-მდე მცხოვრები, რუსულ აგრესიას თავს მიწისქვეშა ბუნკერებში აფარებს

ბავშვი

უკრაინაში, პუტინის ომის დაწყებიდან, 2 თვის შემდეგ, პირველად გავრცელდა ვიდეოკადრები, მარიუპოლიდან, კერძოდ “აზოვსტალის” შიდა ტერიტორიიდან, სადაც ქალაქის 1000-მდე მცხოვრები, რუსულ აგრესიას თავს მიწისქვეშა ბუნკერებში აფარებს. 

cyc

“აღარ გვაქვს სახლი, არანაირი საარსებო წყარო. გვინდა მშვიდად ვიცხოვროთ, ძალიან ბევრი ბავშვია აქ. ყველაფერი წაგვართვით, სიცოცხლის უფლება მაინც დაგვიტოვეთ. გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები დარჩნენ, გაიზარდონ. შეაჩერეთ ეს ყველაფერი გაგვიყვანეთ აქედან. უკვე ტირილის ძალაც კი არ გვაქვს, ყველაფერი გამოვიტირეთ”

“ჯერ სხვა ბუნკერში ვიჯექი, 2 მარტს ბომბი მოხვდა და მას შემდეგ აქ ვართ, საკვების მარაგი ჯერ 1 წლის იყო, შემდეგ 1 თვის, ახლა საერთოდ აღარ არის. მინდა ვიცოდე, რომ და და ბებია ცოცხალი მყავს”

უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მსოფლიოს მიმართავენ და მარიუპოლიდან “მწვანე დერეფნის” მოწყობასა და ბავშვების ევაკუაციას სთხოვენ.

“მინდა, რომ ბავშვები გავიყვანო აქედან. მინდა ჩემს შვილებს, ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ და არა ომი. გვინდა მწვანე კორიდორი და უნდა ვიცოდე, რომ ამ დროს არ დაგხვრეტენ”…

“მუდმივი სტრესი, მუდმივი სროლა, საკვები ძალიან ცოტა დაგვრჩა, მოგვეცით მწვანე კორიდორი” – ამბობენ აზოვსტალის ბუნკერებს შეფარებული ადამიანები.

რეკლამა

დაწერე კომენტარი