უკრაინამ, სავარაუდოდ, ხარკოვის ბრძოლა მოიგო

უკრაინა

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, დიდი ალბათობით, ხარკოვის ბრძოლა მოიგეს.

cyc

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ამასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის ქვედანაყოფები ბელგოროდსა და იზიუმის ირგვლივ ოკუპანტების შეზღუდვასა და საკომუნიკაციო ხაზების ჩაჭრას ცდილობენ.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-დონეცკის მიმართულებით მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ანგარიშის მიხედვით, ომის ამ ეტაპზე, ოკუპანტების მიზანი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი