„უკვე მართლა ვეღარ ვხვდები, სად გაქრა და სად წავიდა ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის ჟინი, საბჭოთა გულაგებიდან ქვეყნის დახსნა ასე რომ აღგვაფრთოვანებდა!”

გრიგოლია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია „ალტ-ინფოს“ პარტიად დარეგისტრირების თემას ეხმიანება და წერს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ამას რომ ახალგაზრდა თაობა ეგუება:საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტია დაარეგისტრირა

„უკვე მართლა ვეღარ ვხვდები, სად გაქრა და სად  წავიდა ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის ჟინი, საბჭოთა გულაგებიდან ქვეყნის დახსნა ასე რომ აღგვაფრთოვანებდა!       გილოცავთ! მოძალადე პრორუსების პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ჩვენ კი ვსხედვართ და ვითომ არაფერი… როცა ვამბობდი, რომ 5 ივლისი ხელისუფლების მოწყობილი იყო, ამ მოძალადე მუტრუკთა ხელით, აი, ამიტომ ვამბობდი!      ღარიბაშვილის პარტია – „ოცნებიდან“ კიდევ ერთხელ რომ გაუშვებენ, (ძალიან მალე!), პლაცდარმი გამზადებულია. მეც არ მჯერა, რომ ეს მოხდა, მაგრამ მოხდა! საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაარეგისტრირა. ხანდახან ვფიქრობ, რა მრჯის, რა მინდა, დავეტიო რა, ჩემთვის…ახალგაზრდა თაობა ეგუება ამას? ახლა უფრო მეტირება ლექსოზე და 5 ივლისზე

რეკლამა

დაწერე კომენტარი