„უკვე აღარ შეიძლება, ქვეყანა იშლება, ადამიანები იძახიან, რომ მიშა ჩამოვიდეს, დაგვეხმაროს…”

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ფლაერები ზუგდიდში საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა დაარიგა. რულოვსი ზუგდიდის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებთან ერთად იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული. სანდრა რულოვსის თქმით, ყველაზე მეტი შეკითხვა მოსახლეობამ სოციალური პირობების გაუმჯობესენაზე დაუსვა:

„უკვე აღარ შეიძლება, ქვეყანა იშლება, ადამიანები იძახიან, რომ მთავრობა არა გვყავს. ამბობენ, რომ მიშა ჩამოვიდეს, დაგვეხმაროს. მეთქი ჯერ ძალა ვაჩვენოთ და ჩამოვა აუცილებლად დასახმარებლად. უკვე გარდაუვალ სიტუაციაში იმყოფება ქვეყანა. ჩვენი მტერისთვის ძალიან ადვილია რომ ასეთ ქვეყანაში სიტუაცია აურიოს და ურევენ კიდევაც. ჩვენ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ და ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

loading…

პოპულარული

„ცდილობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ნორმალური პარლამენტი რომ გვქონდეს უკვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა“ - გრიგოლ ვაშაძე 
"ამაზე თქვენ ძალიან მალე პასუხი მოგეთხოვებათ. უხელფასო დამნაშავედ ვარ დანიშნული" - პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული
პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
„მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს“ - შიუკაშვილი სასამართლო პროცესზე
ზურაბიშვილს 5 დღეში 544 144 ლარი შესწირეს
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი