ვარკეთილის მოსახლეობა უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

კორპუსი ვარკეთილში

ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში ხალხი უკანონო მშენებლობას აპროტესტებს ისინი ირწმუნებიან, რომ მშენებლობა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე დაიწყო. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

შავი ჩაი ასკილით

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ უკანონობის დაკანონება მერიაში გავლენიანი მფარველის მეშვეობით მოხდა.

კორპუსი, რომელის პირველ სართულზეც საერთო სარგებლობის ფართი კერძო საკუთრებად გადაიქცა, ავარიულია. ხალხი შიშობს, რომ მშენებლობა ისედაცპრობლემურ კორპუსს დანგრევის პირას მიიყვანს.

ვარკეთილში მიმდინარე უკანონო მშენებლობა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ზაალ უდუმაშვილმა დღეს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად დაათვალიერა მშენებლობა და საგამოძიებო უწყებებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

უკანონო მშენებლობის შეჩერებამდე ოპოზიციური პარტიის წევრები ადგილზე რჩებიან.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი