უკანონო მიშენება ჯარიმას არ დაექვემდებარება

უკანონო მიშენება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელ ფართებზე ე.წ. უკანონო მიშენებები აქვთ, ფინანსური ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდებიან. 

ამის შესახებ  გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ამ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებთ და ვათავისუფლებთ უკვე დარიცხული ჯარიმისგან და საურავისგან, რათა თავისი სახცოვრებელი ფართების ლეგალიზაცია მოახდინონ, რაც წინ წასწევს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

უკანონო მიშენებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ცნობილი მაისის ბოლოს გახდა.

ინიციატივის თანახმად, საჯარიმო სანქციებისგან შესაძლოა გათავისუფლდნენ ის სამართალდამრღვევები, რომლებმაც საცხოვრებელ კორპუსებზე დაშენებები ან მიშენებები, სხვენებში, ოთახები, ან სათავსოები მოაწყეს.

საქმე ეხება  2007 წლიდან 2015 წლამდე უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს.

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი