“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციას, რომელიც “ახალი ერთობა საქართველოსთვის” მოძრაობის ინიცირებული იყო, პოლიტიკური პარტიების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ძეგლიდან უზენაეს სასამართლომდე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეუხებლობას მოითხოვდნენ.