უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა – არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ კონკრეტული კანდიდატები პირველად დასახელდებიან.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„მიზანი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა, მინდა იყოს იქით მიმართული, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ შეხედულებას ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რომ განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში. ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელია ის, რომ მე თავიდან ბოლომდე მინდა გამოვრიცხო, ერთ-ერთი პრობლემური შემადგენელი ქართული სასამართლოსი – პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ, კონკრეტულ გვარები, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდება.

„ის გამოწვევები, რომელიც სასამართლო სისტემის შიგნითაც და გარეთაც არსებობს, ცხადია იმ პირთა წრე, ვისი მონაწილეობაც ამ პროცესში ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებს, ამცირებს,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

არჩევანის გასაკეთებლად თვეზე ნაკლები დრო რჩება. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და უზენაესი სასამართლო ახალი თავმჯდომარის შერჩევა იუსტიციის საბჭოს მოუწევს.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
ტყვიის მაღალი დონე მონადირეების და მეთევზეების ოჯახებში და მომწამვლელი „კაკლის სატეხი“ - რა შედეგები აჩვენა კვლევამ საქართველოში
დაწერე კომენტარი