„სერაფიმ საროველის სასწაულთმოქმედი ქვა, უბრალოდ ლოდია, რომელიც პედოფილიაში ბრალდებულმა მეუფემ დადგა“ – ბასილ კობახიძე

კობახიძე

ყოფილი მღვდელი და პატრიარქის ყოფილი პრესმდივანი ბასილ კობახიძე, მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში არსებულ სასწაულმოქმედი წყაროს შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება. „უნიკალური წყაროები“ ეკლესიის მიერ ფულის შოვნის მიზნით მრევლის მოსატყუებლად განკუთვნილი ხრიკებია. 

„მთავარმა არხმა“ იფიქრა არჩევნები ახლოვდებაო, ხალხო ჩვენც აქაურები ვართ, თვალი დაუდგა ევროპასო და ერთ გადაცემაში შეკრიბა რაც რამე სულელური წარმოდგენებია ქართულ ეკლესიაში: წმინდა კალმახი ვასკა, მკურნალი მადლის ქვა, სერაფიმ საროველის სასწაულთმოქმედი ქვა, რომელიც უბრალოდ ლოდია და პედოფილიაში ბრალდებულმა მეუფე სერაფიმემ დააადგმევინა ბორჯომში და კიდევ მრავალი. დაავიწყდა მხოლოდ ღვთაებრივი ქათამი და წმინდა გიორგის შავი ხელი, რომელიც პერიოდულად გამოჩნდება და ვინც არ მოეწონება სახეში სთხლიშავს. ეკლესია ამას ავრცელებს რადგან შემოსავლის დიდი წყაროა. პოლიტიკოსებიც ეტმასნებიან, რომ ცოტა მაინც წმინდა და პატრიოტები გამოჩნდნენ. ყველაფერი პოლიტიკურ გამორჩენამდე დადის ივერიაში. საცოდავი მრევლი არჩევნების ბენზინია, რომლის ჩასხმასაც ერთმანეთს ასწრებენ პოლიტიკოსები თავიანთ დანჯღრეულ მანქანებში“, – წერს კობახიძე.

დაწერე კომენტარი