ოზურგეთის მერიაში მხოლოდ 7 მანქანის შეძენის უფლება ჰქონდათ-ჩინოვნიკები არ დაიბნენ და 81 ავტომობილი იქირავეს

ოზურგეთი

ზურგეთის მუნიციპალიტეტს კანონით განსაზღვრულ ლიმიტზე 12-ჯერ მეტი ავტომობილი ემსახურება, თანაც ამისთვის „ინოვაციური“ მეთოდი გამონახეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევიდან ირკვევა, რომ გასულ წელს, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ავტომომობილების დიდი ნაწილი (81) დაიქირავეს, ხოლო მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მფლობელობაში მხოლოდ 7 მანქანაა რეგისტრირებული. 2016-2017 წლებში, მხოლოდ დაქირავებული მანქანების საწვავის ხარჯმა 436 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის მოვლა-პატრონობის ნაწილი, რაც სავარაუდოდ ხარჯებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანების იჯარით აყვანის პრეცენდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე მრავალი წელია არსებობს და მუდმივად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 
„ფლანგვის დეტექტორმა“ მუნიციპალუტი ავტომობილების ფლობასთან დაკავშრებით ლიტვის დედაქალაქის, ვილნიუსის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ნახევარ მილიონიანი ქალაქის მერიას (რომელიც ოზურგეთზე და თბილისზე რამდენიმეჯერ მდიდარია, ერთად აღებული) ავტომობილები არ ემსახურება. გამონაკლის წარმოადგენს პოლიტიკური და მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც ყოველ თვიურად 300 ევრო ერიცხებათ მობილური ტელეფონის, ფოსტის, ინტერნეტის, მგზავრობისა და სხვა მსგავსი ხარჯების ასანაზღაურებლად. 

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი