„ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს“ – ჩუგოშვილი

ჩუგრიკი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართვას ეხმაურება. ჩუგოშვილი წერს, რომ დაგვიანებული და არაკომპეტენტური გამოძიების გამო ადამიანებმა სისტემისადმი ნდობა დაკარგეს.

„მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?“ – წერს ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

დაწერე კომენტარი