“უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კი დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა” – გარდაცვლილი დედა-შვილის მეზობელი

ზემო ფონიჭალაში მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების ხმა გუშინ, 15 ნოემბერს დაახლოებით 11:00 საათზე გაიგეს – ბიძგები და აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კერძო დასახლების ბინადრებიც დააფრთხო.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია. მძიმედ დაშავდნენ მესამე სართულის ბინადრები – 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 8 წლის შვილიშვილი. საბედნიეროდ, მათ სამაშველო სამსახურმა დროზე მოუწრო და ე.წ. ამწე კალათით ჩამოუყვანა. სამივე მათგანი ექიმების 24 საათიანი დაკვირვების ქვეში, დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. საბედნიეროდ, ამავე ოჯახის 4 წლის წევრი, აფეთქებას სრულიად უვნებელი გადაურჩა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლათ პატარა ნიკოლოზ ცერცვაძეს და მის დედიკოს, რომლებიც აფეთქების გამო მოგლეჯილი სინკარის ქვეშ მოყვნენ. ტრაგედიის დროს სოფიოს შვილთან ერთად ეძინა. მაშველებმა ცერცვაძეების მიერ ნაქირავები ბინის კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ.

“სოფო ყაველაშვილი და მისი მეუღლე ბავშვს წლების განმავლობაში ელოდნენ. ჩვენს კორპუსში ცოტა ხნის წინ ქირით გადმოვიდნენ. პატარა ნიკოლოზს ყველა თავზე დაფოფინებდა, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კი დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა. საშინელი დღეები დაგვიდგა”- ამბობს მეზობელი.

loading…

პოპულარული

„ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“ - ექიმი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს” - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
ჰიპერტონული კრიზი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ხვალ ავტოტრანსპორტის განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი