უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება

უახლოეს დღეებში ყველაფერი მასობრივად გაძვირდება – ეს განცხადება, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გააკეთა.

მან ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე და მის თანმდევ შედეგებზე ისაუბრა.

“შესაძლოა, ეს პროცესი ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტია”- აცხადებს ჭყონია.

დისტრიბუტორები არ მალავენ, რომ უახლოეს დღეებში სურსათზე ფასი კიდევ გაიზრდება. სამომხმარებლო ბაზარზე არანაკლებ გავლენას ახდენს საწვავის გაძვირებაც, რაც ასევე მზარდია. პირველ რიგში, იმპორტული საქონლის ფასი მოიმატებს, განსაკუთრებით კი მედიკამენტების ღირებულება გაიზრდება.

წყარო: რეზონანსი

პოპულარული

"იაგუნდი" სოფო ბათილაშვილის შესრულებით და შთაბმეჭდავი გარემო - უცნობი კადრები კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ქორწილიდან(ვიდეო)
„დავით აღმაშენებელს არ ჰგავს?“... კალას ტორტი და ანუკის კაბა - რა ხდებოდა თბილისის მერის ქორწილში (ვიდეო-ფოტო)
მოცეკვავე შადრევანში გაქცეული ზელენსკი და დაბნეული დაცვა (ვიდეო)
“ისე გარბოდა... შიშისგან უკან არც იხედებოდა…” – რას იხსენებს გიორგი რურუა ლევან ვასაძეზე
დაწერე კომენტარი