უახლესი კვლევა: კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება

კორონა

ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთდღეში ვლინდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euro news ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულებს სიმპტომები საშუალოდ ხუთდღეში უვლინდებათ, რაც ჩვეულებრივ გაციებასთან შედარებით ხანგრძლივი პერიოდია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულებიდან ვირუსის ნიშნები 2,2 დღეში მხოლოდ2,5 პროცენტს გამოუვლინდა. ამასთან, დაავადებულთა 97,5 პროცენტს სიმპტომები 11,5 დღის განმავლობაში აღენიშნება.

ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევაში 14 დღიანისაკარანტინო პერიოდის გამოყენება  მიზანშეწონილია.

თუმცა, მათივე კვლევა ცხადყოფს, რომ კარანტინში მყოფი ყოველი 10 000 პაციენტიდან101-ს ვირუსის ნიშნები 14 დღის შემდეგაც შეიძლება, გამოუვლინდეს.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს
დაწერე კომენტარი