“უარს ეუბნებიან ახალ საბუთზე – თუ არ გინდა, წადიო…”

თამუნა თაბუკაშვილი

ჟურნალისტი თამუნა თაბუკაშვილი სოციალურ ქსელში იტალიაში არსებულ მდგომარეობაზე წერს.

“როცა უცხო ქვეყანა ხელს გიწყობს, ლეგალიზაციაში და ადგილობრივების გარკვეული ნაწილი, ხელს გიშლის – ლეგალიზებაში…

საკმაოდ ბევრი ემიგრანტი გამოხატავს, უკმაყოფილებას – ჩვენი პატრონები, ვისთანაც ვმუშაობთ, უარს გვეუბნებიანო, ახალი საბუთის გაკეთებაში. იმასაც გვთავაზობენ, თუ არ გინდა უსაბუთოდ მუშაობა, შეგიძლია წახვიდეო…

იტალიელები, უკვე ადრე აღებული მუდმივ – საბუთიანებს ეძებენ, დასასაქმებლად, რომ ზედმეტი ხარჯი არ გასწიონ, უსაბუთოების ლეგალიზაციაზე…

არც მიკვირს…

შვიდი თვის განმავლობაში, მე მქონდა სრული უფლება, დროებითი საბუთის საშუალებით მქონოდა, ხელშეკრულებაც და შესაბამისი ხელფასიც, მაგრამ ოჯახს არ სურდა, საგადასახადოსთან ჰქონოდა, საქმე…მე კი, საბუთის გასაგრძელებლად მჭირდებოდა, ხელშეკრულება…

მადლი, უმადლოდ – ასე ჰქვია, იტალიის ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებას, თუმცა, მთავრობა არაფერ შუაშია, ამ შემთხვევაში – ადგილობრივების დაუმორჩილებლობის გამო, საკმაოდ ბევრი ემიგრანტი დარჩება უმუშევარიც და საბუთის გარეშეც…

პირველ ეტაპზე გაცემული, ექვსთვიანი ლეგალიზაციის საბუთი, ყველა ემიგრანტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხოლო გაგრძელება, სამსახურიდან მიტანილი, ხელშეკრულების საფუძვლზე იქნება, შესაძლებელი…პრობლემები არ გველევა ემიგრანტებს…”- წერს ჟურნალისტი.

loading...

პოპულარული

"ძალოვანებმა გადამიღეს, რომ პატრიარქს მსახურების დროს აღარ ვიხსენიებდი" - მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა
იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - გიორგი გახარია პოლიციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
გავაგრძელოთ „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც მივიღეთ - მარინა ეზუგბაია
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
დაწერე კომენტარი