ტრაპაიძე კობახიძისგან შეურაცხყოფაზე: ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ

ტრაპაიძე-კობახიძე

ტელეწამყვანი, დიანა ტრაპაიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ტრაპაიძემ გადაცემაში დღის ამბები თქვა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჟურნალისტების სტატუსებს არ უნდა დასდევდეს.

“განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია პარლამენტს. პარლამენტარი, ყოფილი სპიკერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ დროს უნდა ითხოვდეს დამნაშავეების დასჯას, იდენტიფიცირებას. ინსტიტუციების ხელმძღვანელების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა საუბრობდეს და არ უნდა დასდევდეს სოციალურ ქსელში ნებისმიერი ჟურნალისტის, თუნდაც მისთვის მიუღებლის სტატუსს, რომლის ინსპირაციაც მისივე თანაგუნდელი, მამუკა მდინარაძე გახდა, რომლის ბრიფინგსაც მე კონტშერკითხვებით გამოვეხმაურე. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ”, – განაცხადა ტრაპაიძემ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი