ტრანსექსუალი ალექსია კალასი-“მქონია ურთიერთობა გავლენიან ქართველ პოლიტიკოსთან, თუმცა მასზე გავლენიანებიც ყოფილან”

ეს მისი პირველი გამოჩენაა ქართულ მედია სივრცეში და დრონი.ჯი-მ უნდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან საინტერესო და გულწრფელი რესპოდენტი აღმოჩნდა. საინტერესომდე კი ძალიან ლამაზი და სექსუალურია, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ოდესმე კაცი იყო.

დრონი.ჯი მოგიყვებათ, როგორც თავად ალექსია ამბობს, იმ ერთადერთ ტრანსსექსუალზე, რომელსაც სქესის შეცვლის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

კაციდან ქალამდე განვლილი გზა, ცხოვრება საქართველოდან ამერიკამდე და ურთიერთობები ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსებთან – დრონი.ჯი 23 წლის ტრანსსექსუალ ალექსია კალასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ალექსია,იმის მიუხედავად , რომ შენიფოტოებით საქართველო უკვე წლებიაგიცნობსქართულ ტელე და ბეჭდურ მედიაშიშენი პირველი გამოჩენაარატომ არ ისურვეამდენი ხანი საუბარი და რატომ გადაწყვიტედუმილის დარღვევა?

მართალია, ქართულ ტელე-ეკრანებზე დაბეჭდური მედიის ფურცლებზე არასოდესგამოვჩენილვარ, ალბათ იმიტომ, რომ მაშინრისი მოყოლაც მინდოდა, არავინმომაყოლებდა, მედიას ვერ ვენდობოდი,დღეს კი ბევრი რამის მოყოლა მინდა დადრონი.ჯი-ს დიდი სიამოვნებით გავეხსნები

საზოგადოებასრომ უფრო კარგადგავაცნოთ შენი თავი – ვინ არის ალექსიაჩომახიძე, უფრო სწორად უკვე ალექსია კალასი?

ალექსია ჩომახიძე აღარ არსებობს, რადგან უკვე ოფიციალურად ვარ ალექსია კალასი. ვარ დედის მხრიდან ბერძენი წარმოშობის და ჩემი ნათესავები დედის მხრიდან ვინც მყავსყველა საბერძნეთში ცხოვრობს, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ გვარი ბერძნული შევირჩიე.

ვარ 23 წლის, დავიბადე თბილისში. სკოლის დაწყებამდე საბრძნეთში ვცხოვრობდი, შემდეგ ისევ დავბრუნდი თბილისში. სამი სკოლა გამოვიცვალე და ბოლოს მოვეწყვე ამერიკულ აკადემიაში, რამაც გადამაწყვეტინა ამერიკისკენ გახედვა.

სადღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც ედუარდს, მიხეილ სააკაშვილის შვლს, რომელიც ჩემი კლასელი იყო და ძალიან მიყვარდა, ვუთხარი რომ ამერიკაში გადავიდოდი. ძალიან ემოციური წასვლა მქონდა, მაგრამ კარგად მოვეწყვე ლოს-ანჯელესში, დავიწყე სწავლა ბევერლი ჰილზის უმაღლეს სკოლაში და 2013 წელს დიპლომიც ავიღე.

ვარ ძალიან რომანტიკული ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ვიყავი. ძალიან მიყვარს სიმღერა, ვმღერი. ჩემი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა „cut me up”- miss alexia ყველა პლათფორმაზეა, შეგიძლიათ მოუსმინოთ.

როგორცჩვენთვის ცნობილია, შენმაოჯახმაგანსაკუთრებით დედამ, რთულადგადაიტანა შენი სქესის შეცვლა – რომ მოგვიყვეროგორი ურთიერთობა გაქვს ახლა დედასთან და ნათესავებთან?

ნებისმიერი მშობლისთვის რთულია ცვლილებების აღქმა, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გადაუტანია, პირიქით… ეხლა გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია. მივეჩვიე დამოუკიდებლობას ამ ბოლო დროს და იმის მიუხედავად, რომ კარგი იქნებოდა ჩემს ნათესავებთან უფრო მეტი დროის გატარება, ჩემთვის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მარტო ყოფნაც ძალიან საინტერესოა.

როგორ გადაწყვიტე სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება დაროგორი იყო გზაოპერაციის შემდეგ დღემდე?

ძალიან ბევრი ტრანსექსუალი საქართველოში, მაგალითად, თუნდაც კესარია, იძახის, რომ გაკეთებული აქვთ „ვაგინოპლასტიკა“, ანუ სქესის შეცვლის ოპერაცია, როდესაც ყველა მისმა ახლობელმა იცის, რომ იტყუებიან და არ აქვთ გაკეთებული. აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ მსოფლიოს 7-8 ადგილას კეთდება ძალიან მაღალ დონეზე და არანაირი განსხვავება არ არის ხოლმე ჩვეულებრივი ნატურალური ვაგინისგან. ამ ყველაფერს იმიტომ ვიძახი, რომ მწყინს, როცა საქართველოში ტრანსექსუალები იტყუებიან.

მე და კესარია ერთი პერიოდი ვლაპარაკობდით და მეკითხებოდა რჩევებს ჰორმონებთან დაკავშირებით. მითხრა, რომ არასოდეს ჰორმონები არ მიუღია და ჩემი რჩევა აინტერესებდა. მაგრამ მე მასთან ურთიერთობა შევწყვიტე იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი სახის ოპერაციის პირადი ფოტოები ერთ-ერთ ჟურნალს მიჰყიდა. შემეცვალა ყველანაირი წარმოდგენა მასზე. გული მწყდება, რომ არ ვიცნობ არც ერთ პიროვნულად კარგ და პატიოსან ტრანსექსუალს. რაც შეეხება ცხოვრებას ოპერაციის შემდეგ, კარგია, რადგან თავს სრულფასოვნად ვგრძნობ.

ხარ ძალიან ლამაზიძნელიწარმოსადგენიარომ ოდესღაც ბიჭი იყავი,რამდენი პლასტიკური ოპერაცია გაქვსგაკეთებული?

მართლა ძნელი წარმოსადგენია, ბევრი მეუბნება იგივეს, მაგრამ ამას უკვე იმდენად შევეგუე, რომ აღარც ვფიქრობ. ზოგჯერ გადავითვლი ხოლმე ოპერაციებს და ზუსტად არც მახოვს იცი? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს.

რას საქმიანობ ამერიკაში?

აქ დიდი გეგმები მაქვს, ახლაც დიდ პროექტზე ვმუშაობ, არ მინდა წინასწარ თქმა

თაყვანისმცემლებისდიდი არმია გყავს,არიან მათში ქართველი მამაკაცები?

კი მყოლია რამოდენიმე ამერიკაში, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონიათ ჩემი წარსულის შესახებ, შემდეგ უკვე ჩემზე სტატიები და ინტერვიუები რომ უნახიათ გაოცებულებს მოუწერიათ ეს შენ ხარო?

შეყვარებულიათუ არა ამჟამად ალექსია ანგყვარებია თუ არა და როდის?

კი, ცხოვრებაში სამჯერ ძალიან სერიოზულად მიყვარდა, ახლა აღარ. სიყვარული უკვე ჩემთვის თავის ტკივილია. მინდა უბრალოდ კომფორტული ურთიერთობა, უემოციო, უნერვიულო.

 

დაინტერესებულათუ არა შენთანურთიერთობით რომელიმე ცნობილი სახე ანპოლიტიკური მოღვაწე?

რა თქმა უნდა, მქონია ურთიერთობა ბევრ ცნობილ პოლიტიკოსთან. მათ შორის იყო ერთი ქართველი, ერთ დროს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსიც. თუმცა ამას გარდა იყვნენ უფრო ცნობილებიც და გავლენიანებიც, რომლებზე ალბათ, დადგება დრო, რომ ვისაუბრებ, მაგრამ ამას სერიოზული კომპენსაციის ფასად გავაკეთებ სერიოზულ ტელეკომპანიასთან

და ბოლოს,დაბრუნდები თუ არა ოდესმესაქართველოში?

საქართველოში ვიყავი 4 თვის წინ ერთი კვირით და ძალიან მომეწონა გაევროპულებული საქართველო, აშკარად უკეთესობა გვეტყობა.

 Droni.ge

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი