ტრამპს ნატოს წევრი მონტენეგროს დაცვა არ სურს – “ამან შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუსას განაცხადა, რომ ნატო-ს მიერ მისი ახალი წევრის მონტენეგროს სამხედრო დაცვა საფრთხის შემცველია; ამ პატარა ქვეყნის დაცვამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე მონტენეგროს სახელმწიფო ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა 2017 წელს გახდა.

შავი ჩაი ასკილით

ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. ეს მუხლი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდასხმისაგან დაცვას გულისხმობს.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველო, რომელიც ცდილობს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ნატო-სა და ამერიკისაგან. ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ნატო-ს ირგვლივ არსებობს, არც ამერიკისთვის და არც ნატო-სთვის მომგებიანი არ იქნება.

„არ ვიცი მონტენეგროს ნატო-ში რა პირობებით იღებდნენ, თუ ნატო თავის პატარა წევრ ქვეყნებს არ იცავს; რა ინტერესები აქვთ ამ ქვეყნებს? ის აჟიოტაჟი, რაც ნატო-ს ირგვლივ არსებობს, არამგონია, რომ ნატო-სთვის ან ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის და ფასეულობებისთვის იყოს მომგებიანი, რადგან ამ ფასეულობების ირგვლივ არის გაერთიანებული ეს ბლოკი,” – აღნიშნა მან.

მან ორი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ტრამპი ორ სრულიად საპირისპიროს განცხადებას აკეთებს.

მას არა ჰგონია, რომ ეს განცხადება სრულიად ამერიკის პოზიციას ასახავდეს და სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ტრამპის განცხადებას ნატო-ს განმარტება მოჰყვება.

„ტრამპი ხშირად თავის განცხადებებს უარყოფს ხოლმე; გავიხსენოთ ტრამპის პრესკონფერენცია პუტინთან: როდესაც დაისვა შეკითხვა რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით ამერიკის შიდა საქმეებში და კერძოდ, საარჩევნო პროცესში, დონალდ ტრამპმა საკუთარი სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

„მოგვიანებით, მეორე დღეს, „სიბიესისისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მან რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის. პუტინი, როგორც რუსეთის ლიდერი, ამ ქმედებეზე პასუხისმგებლად გამოაცხადა. საკუთარ თავსაც შეადარა, რომ მე პასუხიმგებელი ამერიკაზე ვარ და ასევე, პუტინი რუსეთის ქმედებებზეა პასუხისმგებელი. ორი დღე-ღამის განმავლობაში ორი სრულიად განსხვავებული პოზიცია იყო დაფიქსირებული.

„არამგონია, რომ ეს სრულიად ამერიკის შეერთებული შატატების, კონგრესის და ა.შ. პოზიცია იყოს. დაველოდოთ, ალბათ მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას; ამ განცხადებას ნატო-ს განმარტებები მოჰყვება,” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

სამხედრო პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ტრამპი „ექსტრავაგანტულ” და „გიჟურ” განცხადებებს აკეთებს, რომელსაც უკვე „მივეჩვიეთ” და მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მონტენეგროს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ამერიკა იძულებული იქნება ის დაიცვას, რადგან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი სწორედ ამას გულისხმობს.

„ტრამპის ექსტრავაგანტული და მე ვიტყოდი, გიჟურ განცხადებებს დიდი ხანია მივეჩვიეთ; ისეთ განცხადებებს, რომელიც ყოველგვარ საფუძველს სცილდება. ბოლოს ტრამპი საუბრობდა ნატო-ს საერთო სტრატეგიასა და პოლიტიკაზე. ამას განსაზღვრავს უშუალოდ ნატო-ს ხელმძღვანელობა.

„იმ შემთხვევაში თუ მონტენეგროს რაიმე შეემთხვა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, ამერიკა იძულებული იქნება დაიცვას ის, ალიანსი ამიტომაც შეიქმნა; უცილებლად უნდა ამოქმედდეს მეხუთე მუხლი, თუკი ნებისმიერ ქვეყანას რეალური საფთხე შეექმნება,” – აღნიშნა მან.

მაისაიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება, ნატო იძულებული იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„არამგონია, რომ მონტენეგროს უსაფრთხოების გარემო ისეთივე რთული იყოს, როგორც საქართველოსთვის. როდესაც ბალტიისპირეთს რუსეთის მხრიდან რეალური სართხე შეექმნა და რუსეთმა დაიწყო სამხედრო მუქარების დემონსტრირება, ამერიკამ და კანადამ ყველა ზომა მიიღეს, რომ დაცული ყოფილიყო ბალტიის სახელმწიფოების სუვერენიტეტი.

„თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, ნატო იძულებული იქნება ზომები მიიღოს ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა ვახტანგ მაისაია.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი