ტრამპი: ჰილარის ჩემზე მეტი საერთო აქვს რუსეთთან

trump

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-სთან ინტერვიუში, რომელმაც მისი პრეზიდენტობის 100 დღის შეფასა, ჰილარი კლინტონის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე ილაპარაკა.

ტრამპის თქმით, “მოგონილია” მასსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ გავრცელებული ისტორია და დასძინა, რომ ჰილარი კლინტონს უფრო მეტი საერთო აქვს რუსეთთან, ვიდრე მას. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა, რომელიც ძმასთან ერთად, ტრამპის თქმით, რუსეთში კომპანიას ფლობს.

“ჰილარის ქმარიც რუსეთში ხშირად გამოდის სიტყვით. ჰილარიმ გააფორმა რუსეთთან ურანის შესახებ შეთანხმებაც. ამ ყველაფრის შესახებ არავინ ლაპარაკობს,” – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, პოდესტამ და დემოკრატიული პარტიის სხვა წევრებმა უარი უთხრეს გამოძიების ეროვნულ ბიუროს მათი კომპიუტერებისა და სერვერების შესწავლაზე.

დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “თუ ჰაკერს ფაქტზე არ მიუსწარი, რთულია გაიგო ვინ რა სისტემა გატეხა”, – განაცხადა ტრამპმა.

მარტის დასასრულს, აშშ-ის სენატში რუსი ჰაკერების აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე ზემოქმედების საქმეზე მოსმენა დაიწყო. სენატის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორენმა რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. სენატის გამოძიების შედეგად უნდა გაირკვეს: იყო თუ არა მოსკოვის მხრიდან კიბერაქტიურობა და სხვა ქმედებები მიმართული აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ და რა საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა ამერიკული სპეცსამსახურებიდან. ამ გამოძიებაში ერთ-ერთი საკვანძო ჩვენება მაიკლ ფლინს ეკუთვნის, რომელიც 14 თებერვლამდე დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ფლინს პოსტის დატოვება რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრის გამო მოუხდა, რის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სენატორების შეკითხვებს რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ უპასუხა ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმაც.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი