კვლევა: ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში აშშ-ის იმიჯი შეილახა

დონალდ ტრამპი

ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-ის პოლიტიკის პოზიტიურად შემფასებლების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. შედეგებს კვლევის ცენტრი Pew Research Center-ი აქვეყნებს.

თუ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეებში, პოზიტიური განწყობა აშშ-ის მიმართ გამოკითხულთა 64%-ს ჰქონდა, თეთრი სახლის პოლიტიკის მიმართ ნდობას ამჟამად 49% გამოხატავს.

სოციოლოგების თქმით, ვაშინგტონის პოლიტიკის პოზიტიური შეფასება, თავად ხელისუფლების ლიდერის მიმართ ნდობის დაცემასთან ერთად შემცირდა.

ამ რეიტინგის გამონაკლისი მხოლოდ ისრაელი და რუსეთია: ისრაელში ტრამპის მიმართ ნდობა 49%-დან 56%-მდე ამაღლდა, ხოლო რუსეთში 11%-დან 53%-მდე.

აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილება 37 ქვეყანამ მიიღო. მასში მონაწილეობას არ ღებულობდა თავად აშშ და ჩინეთის რესპუბლიკა.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი