The Wall Street Journal – ტრამპის ადმინისტრაცია სირიის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროების მოკავშირეთა კონტინგენტით ჩანაცვლებას აპირებს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვაშინგტონის მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროების მოკავშირეთა სამხედრო კონტინგენტით ჩანაცვლებას აპირებს.

შავი ჩაი ასკილით

როგორც გამოცემა იტყობინება , ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი რამდენიმე ხნის წინ ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და ჰკითხა, შეუძლია თუ არა კაიროს ამ გეგმის რეალიზებას შეუწყოს ხელი. The Wall Street Journal-ის წყაროების თქმით, ვაშინგტონმა საუდის არაბეთს, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფა, არამედ იქ საკუთარი ძალების გაგზავნა სთხოვა.

„აპრილის დასაწყისში ტრამპმა სირიიდან 2000 ამერიკელი სამხედროს გამოყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მისი მრჩეველები ამ პოზიციას არ იზიარებენ. ისინი შიშობენ, რომ სირიიდან სწრაფი გამოსვლის შედეგად ამერიკის პოზიციებს ირანი და რუსეთი, მათ მიერ კონტროლირებადი ძალები ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები დაიკავებენ. ახალი ინიციატივა კი ზემოხსენებულ სცენარს გამორიცხავს“, – წერს The Wall Street Journal.

“The Wall Street Journal

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი