ტრაკში გაიკეთეთ თქვენი “ტფილისი” და თბილისელობა

„ბოლო დროს, რამდენჯერმე მკითხეს, რომელი რეგიონიდან ვარ და მესიამოვნა, რომ თბილისელს არ მიმამსგავსეს” – ამის შესახებ ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, „ქალთა მოძრაობის” წევრი ბაია პატარაია წერს.

cyc

 

მისი თქმით, მას ბავშვობასა და სტუდენტობის დროს იმის გამო დასცინოდნენ, რომ თბილისის გარეუბნიდან იყო. პატარაიას თქმით, პროვინციალიზმი სწორედ ადამიანთა საცხოვრებლის გეოგრაფიული ნიშნით დაყოფაა.

„მთელი ბავშვობა და სტუდენტობაც კი იმაზე დამცინოდნენ, რომ გარეუბნელი ვიყავი. როცა გაიგებდნენ, რომ მუხიანში ვცხოვრობდი, უცაბედად სიმაღლეში მომატებული გადმომღიმებდნენ ხოლმე ზემოდან, ან პირდაპირ “მუუუუუუუ-ხიანში?!” “გამეხუმრებოდნენ”. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ უტვინოები იქცეოდნენ ასე (თუმცა არც მთლად მასეა საქმე). ზოგჯერ ახლაც მეკითხებიან “რომელი სკოლელი ვარ”, (ესაა უბნელობის გამორკვევის შეფარული მცდელობა).

ბოლო დროს რამდენჯერმე ისიც მკითხეს, რომელი რეგიონიდან ვარ და არ დაგიმალავთ, მესიამოვნა, რომ თბილისელს არ მიმამსგავსეს ^_^
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ძვირფასო თბილისელებო, ამაზე მეტი პროვინციალიზმი იშვიათია. მე კი ჩემი მხრივ, ნებას გაძლევთ, ტრაკში გაიკეთოთ თქვენი “ტფილისი” და თბილისელობა :)))))))) ;)”- წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი