ტრაგედია ქედაში – ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ტრაგედია ქედაში – ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებს. მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოკითხვაზე დაიბარეს კერძო კომპანიის წარმოამადგენლები.

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
დაწერე კომენტარი