ტრაგედია ტყიბულის შახტში – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი გამართა

ტყიბული

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გამართა. დაცვის მხარემ დაზარალებულების პოზიციის გამორკვევამდე​ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა შუამდგომლობა. თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ და მეექვსე დაკავებულის – გოჩა ქასრაშვილის ადვოკატმა წარმოთქვეს.

შეგახსენებთ რომ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელია დაკავებული. მათ შორისაა მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე.
დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მომავალი პროცესი 19 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.

შემთხვევის შედეგად მინდელის სახელობის შახტში 6 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი