ტრაგედია თბილისში – ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხანძარი

cyc

თბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში მე-11 სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. შემთხვევის დროს ადგილზე მათი შვილები არ იმყოფებოდნენ.

კვამლი და ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, რომლებმაც სამაშველო გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრით ქონების დაზიანებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი