„ჩემი აზრით, ქალა ტვინის ტრავმა ჰქონდა“ – შაქარაშვილის საქმეში ექიმ-კლინიცისტები ერთვებიან?

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში სამი ექიმ-კლინიცისტი ჩართვას ითხოვს. ექსპერტის თქმით, ექიმ-კლინიცისტების ჩართვა კონკრეტულ კითხვებს პასუხს გასცემს.

„სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ გამოძიებას სთხოვა, გამოყოს ექსპერტთა კომისია და მოიწვიოს სამი ექიმ-კლინიცისტი, კერძოდ: ნეიროქირურგი, ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათი პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა მას ტრავმული შოკი.

ჩემი ღრმა რწმენით ადგილი უნდა ჰქონოდა, ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ვნახოთ ჩემს პოზიციას გაიზიარებენ თუ არა ნეიროქირურგები, ნევროლოგი, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში ეს სამომავლო მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

დაწერე კომენტარი