ტერმინები, რომელთა გამოყენებას უნდა მოვერიდოთ ლგბტ თემის მიმართ

  • შეურაცხმყოფელია ადამიანის მოხსენიება ან მიმართვა შემდეგი სიტყვებით: მამათმავალი, ცისფერი, პიდარასტი, ვარდისფერი.

  • cyc

    შეურაცხმყოფელია: „ჰომოსექსუალური ურთიერთობები“, „ჰომოსექსუალი წყვილი“, „ჰომოსექსუალური სექსი“. სასურველია: ურთიერთობა (ან სექსუალური/სქესობრივი ურთიერთობა), წყვილი (ან, თუ მაინც და მაინც საჭიროა „გეი წყვილი“), სექსი, ა.შ. ერთსქესიანი წყვილის „ჰომოსექსუალ წყვილად“ განსაზღვრა და მათი ურთიერთობის „ჰომოსექსუალურ ურთიერთობად“ მონათვლა შეურაცხმყოფელია და უნდა მოვერიდოთ. ეს სიტყვათშეთანხმებები ხშირად გამოიყენება ანტი-გეი ექსტრემისტების მიერ ლგბ ადამიანების, წყვილების და მათი ურთიერთობების დამცირებისათვის.

  • მოერიდეთ ქმედების, ემოციის ან ურთიერთობისათვის „გეი“, „ლესბოსელი“ ან „ბისექსუალი“ იარლიყის მიკერებას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ აპირებთ, ან არ შეგიძლიათ უწოდოთ ანალოგიურ ქმედებას, ემოციას ან ურთიერთობას (საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის) „ჰეტეროსექსუალური“. შემთხვევათა უმეტესობაში მკითხველსა და მსმენელს აქვს უნარი და საშუალება, ისედაც განასხვაოს ერთმანეთისგან ადამიანების სქესი და/ან ორიენტაცია სახელების, მათი ურთიერთობის აღწერის და პირის ნაცვალ-სახელების მეშვეობით.

  • შეურაცხმყოფელია: „სექსუალური პრეფერენცია“, სასურველია „სექსუალური ორიენტაცია“ ან „ორიენტაცია“. ტერმინი სექსუალური პრეფერენცია, როგორც წესი, გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ გეიდ, ლესბოსელად ან ბისექსუალად ყოფნაარჩევნის საკითხია და ამიტომ შეიძლება ასეთი პირი „განიკურნოს ჰომოსექსუალობისაგან“. სექსუალური ორიენტაცია არის კორექტული ტერმინი, რომელიც ასახავს ადამიანის მდგრად, ურყევ ფიზიკურ, რომანტიკულ და/ან ემოციურ ლტოლვას თავისი ან სხვა სქესის ადამიანებისადმი. ეს ტერმინი მოიცავს, როგორც გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ პირებს ისე, ჰეტეროსექსუალ პირებს.

  • გამოიყენეთ ტრანსგენდერი პირის მიერ არჩეული სახელი! ხშირად, ტრანსგენდერ ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ კანონიერად შეიცვალონ სახელი (სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური და ასაკობრივი ფაქტორების გამო). მათ მიერ შერჩეულ სახელს ისეთივე პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანის სახელს, რომელიც დაბადების ან საბუთებში დაფიქსირებული სახელისგან განსხვავებულად იწოდება.

  • ყოველთვის, როდესაც შეგიძლიათ, კითხეთ ტრანსგენდერ ადამიანს, რომელი პირის ნაცვალსახელით მიმართოთ. ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს ამა თუ იმ გენდერთან, იმისდა მიუხედავად იღებს თუ არა ის ჰორმონებს და აქვს თუ არა რაიმე სახის ოპერაცია გაკეთებული, იმსახურებს იმას, რომ მივმართოთ მისი გენდერის შესაბამისი პირის ნაცვალსახელით. რასაკვირველია, ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტური მასალა ქართულ ენაზე მზადდება, რადგან ქართულ ენაში არ არსებობს სქესის განმსაზღვრელი პირის ნაცვალსახელი.

  • არასოდეს ჩასვათ ბრჭყალებში ტრანსგენდერი პირის მიერ არჩეული რომელიც მის გენდერულ იდენტობას აღნიშნავს. The Associated Press-ის სტილის სახელმძღვანელო გვთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ტრანს- გენდერ ადამიანებსა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წერენ. ამ წიგნის მიხედვით, ჟურნალისტებმა უნდა „გამოიყენონ ის სახელი, რომელსაც ირჩევენ ინდივიდები, რომლებმაც საპირისპირო სქესის ფიზიკური მახასიათებლები შეიძინეს, ან თვითგამოხატვა აქვთ მათი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული. თუ მათი სურვილი არ არის ცნობილი/გამოხატული, გამოიყენეთ სახელი, რომელიც შესაბამისობაშია იმასთან, თუ როგორ ცხოვრობს პირი საჯაროდ.“ (იხ. AP, New York Times & Washington Post Style).

  • ტრანსგენდერი ადამიანების აღწერისას, გთხოვთ, გამოიყენოთ მათი გენდერული იდენტობის აღწერისათვის კორექტული ტერმინები. მაგალითად, ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესი დაბადებიდან მამრობითია, მაგრამ ტრანზიციას განიცდის მდედრობითი სქესისკენ, უკვე არის ტრანსგენდერი ქალი, მაშინ, როდესაც მდედრობითი სქესის ადამიანი, რომელიც ტრანზიციას გადის მამრობითი სქესისკენ, უკვე არის ტრანსგენდერი კაცი.

  • მოერიდეთ პირის სახელთა არეულად გამოყენებას, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანების ბიოგრაფიას იკვლევთ ტრანზიციამდე. ზოგადად კი, უმჯობესია ტრანსგენდერი ადამიანის/ადამიანების ისტორიის მოთხრობა მოხდეს აწმყო ათვლის წერტილიდან, ვიდრე წარსულში სხვადასხვა საწყისიდან, ამგვარად თავიდან ავირიდებთ არეულობას და არასწორი სახელების პოტენციურად შეურაცხმყოფელ გამოყენებას.

  • ხშირად, უბრალო ინფორმაციის გადაცემისას, ჟურნალისტები ადამიანებს უმიზეზოდ აკერებენ იარლიყებს. მაგალითად, მკვლელობის აღწერისას სულაც არ არის აუცილებელი, რომ მას „ჰომოსექსუალური მკვლელობა“ ვუწოდოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ოდესმე თუ გამოგიყენებიათ სიტყვათშეთანხმება „ჰეტეროსექსუალური მკვლელობა“? ის ფაქტი, რომ კაცმა თავის ცოლს „ლესბოსელი“ უწოდა, სულაც არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ ინციდენტს „ჰომოსექსუალური“ ინციდენტის კვალიფიკაცია მივანიჭოთ. უპრიანი იქნებოდა, გვეთქვა, რომ „კაცმა თავის ცოლი სხვა ქალთან ურთიერთობის გამო მოკლა“. სხვა შემთხვევას წარმოადგენს დანაშაული, რომელიც უშუალოდ ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გამოა ჩადენილი. იგი კვალიფიცირდება, როგორც „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“.

  • როდესაც საუბარია ლგბტ აქტივისტებზე, უფრო კორექტული იქნებოდა, გამოგვეყენებინა სიტყვათშეხამება „ლგბტ უფლებათა აქტივისტი“ და არავითარ შემთხვევაში – „გეი აქტივისტი“ ან „ლგბტ აქტივისტი“. გახსოვდეთ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ლგბტ უფლებათა დამცველი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს. ადამიანის ლგბტ ან ჰეტეროსექსუალური თემის წარმომადგენელთან იდენტიფიცირება საფრთხილო საქმეა, რადგან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების პირადი ნებაა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი