ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნოზს ავ­რცე­ლებს.

18 აგ­ვის­ტოს, დღი­სით, სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში სით­ბოს ფონ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +24, +29, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +28, +33 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

შავი ზღვის სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში 18 აგ­ვი­ტოს დღის სა­ა­თებ­ში, ხოლო 19-20 აგ­ვის­ტოს ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში გაწ­ვიმ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +26, +28 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

19-20 აგ­ვის­ტოს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +28, +33 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, ზო­გან ელ­ჭე­ქი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვაც. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +23, +28 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

ქ. თბი­ლის­ში 18 აგ­ვის­ტოს შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +28, +30 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო 19 – 20 აგ­ვის­ტოს +26, +28 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს და დრო­გა­მოშ­ვე­ბით იწ­ვი­მებს.

პოპულარული

"იაგუნდი" სოფო ბათილაშვილის შესრულებით და შთაბმეჭდავი გარემო - უცნობი კადრები კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ქორწილიდან(ვიდეო)
„დავით აღმაშენებელს არ ჰგავს?“... კალას ტორტი და ანუკის კაბა - რა ხდებოდა თბილისის მერის ქორწილში (ვიდეო-ფოტო)
მოცეკვავე შადრევანში გაქცეული ზელენსკი და დაბნეული დაცვა (ვიდეო)
“ისე გარბოდა... შიშისგან უკან არც იხედებოდა…” – რას იხსენებს გიორგი რურუა ლევან ვასაძეზე
დაწერე კომენტარი