ტაქსმა ტურისტი შავი ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე ჩამოსვა და 200 დოლარი გამოართვა

მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე „ამბობს, რომ ტურისტებს თაღლითური გზით ფულს სძალავენ, როგორც კლუბებსა და ბარებში, ასევე ტაქსის მძღოლებიც.

მაგალითად, ბურჯანაძე იხსენებს ფაქტს, როდესაც ტაქსის მძღოლმა თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი შავ ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე დატოვა.

“ყოველწლუირად ტურისტულ სეზონთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში აქტიურდება ასეთი სქემები. არსებობს სამი სახის მენიუ: ქართველი მომხმარებლისთვის, უცხოელი ტურისტისთვის და ნასვამი ტურისტისთვის. მენიუში წერენ ჩვეულებრივ ფასებს, რეალურად კი ანგარიში მოდის შეუსაბამოდ მაღალი, შეიძლება ითქვას კოლოსალური თანხებით.  ერთი თვის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ინდოეთის მოქალაქეს 8-ლარიან შამპანურში 5000 ლარი გადაახდევინეს. შემდეგ ამ ადამიანმა მიმართა პოლიციას. გარდა ამისა, ძალიან დიდ თანხებს სძალავენ ტურისტებს ტაქსის მძღოლებიც.

ცოტა ხნის წინ, თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა ტურისტი, რომელიც მიემგზავრებოდა აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. მძღოლმა ატარა რამდენიმე საათი თბილისის ტერიტორიაზე, ბოლოს აიყვანა თბილისის ზღვაზე და უთხრა, რომ ეს არის შავი ზღვაო. 200 დოლარი გადაახდევინა. ზამთარში გვქონდა შემთხვევა, როცა ტაქსს ყაზბეგში სთხოვა ტურისტმა წაყვანა, რეალურად კი თიანეთთან ახლოს, თოვლიან ადგილზე დატოვა და უთხრა ყაზბეგიაო”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” გია ბურჯანაძემ.

loading…

პოპულარული

სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ! იგი მკვლელი არ არის... ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური - ნესტან კირთაძის მიმართვა პატრიარქს
"ერთი პატარა ოთახი აქვს, მშივრებს უფასოდ აჭმევს.... მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო..."
დაწერე კომენტარი