ტაქსების გაძვირებით შეწუხებულ ხალხს კალაძე მეტროთი და ავტობუსით მგზავრობას ურჩევს

 თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როდესაც მოქალაქე უსაფრთხო და სუფთა ტაქსით მგზავრობს, ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. ის ურჩევს ხალხს, ვისთვისაც გაძვირებული ტარიფი პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.

“მთავარი ამოცანა რა არის? რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, – განაცხადა თბილისის მერმა.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი