“ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ჰქონდა ხელკეტი…” – რა თქვა მამხილებელ ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ძიუდოისტმა

tatiashvili

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხულ­მა გიგა ტა­ტი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ „მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ყვე­ლა მგზავ­რი ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი იყო.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ტა­ტი­აშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნიკა ჟვა­ნი­ას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და რკი­ნის ხელ­კე­ტი, რო­მე­ლიც ერთი პი­როვ­ნე­ბის – კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძის მი­სა­მარ­თით მო­იქ­ნია.

„მოწ­მემ სა­სა­მარ­თლო­ზე მის­ცა ჩვე­ნე­ბა და გა­აჟ­ღე­რა ინ­ფორ­მა­ცია მისი ჩვე­ნე­ბი­დან, რაც გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჰქონ­და მი­წო­დე­ბუ­ლი. მოწ­მემ გან­მარ­ტა, ნიკა ჟვა­ნი­ას მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ: რკი­ნის ხელ­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი მოქ­ნე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­იქ­ცა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მან აღ­ნიშ­ნუ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ასე­ვე, მოწ­მემ თქვა, რომ მისი ყვე­ლა მგზავ­რი, მის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ჩხუბ­ში და ჩხუ­ბის შე­წყვე­ტის მიზ­ნით მან და­ი­ძა­ხა, რომ პო­ლი­ცია მო­დი­ო­და, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა შე­წყვი­ტეს ჩხუ­ბი და ჩას­ხდნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში.

თი­თო­ე­ულ მგზავ­რთან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ იყ­ვნენ ად­გილ­ზე სა­დაც, იყო ჩხუ­ბი, რა დრო­საც ერთი პი­როვ­ნე­ბა წა­იქ­ცა და მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­დავ­და ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის მოქ­ნე­ვას.

მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა ყვე­ლა პი­რის ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა.

გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი არის ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით. რა თქმა უნდა, აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას უფ­ლე­ბა აქვს, არ მის­ცეს სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნაღ­მდეგ ინ­ფორ­მა­ცია, მან მისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით მი­ა­წო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლოს.

მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნიკა ჟვა­ნი­ას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და რკი­ნის ხელ­კე­ტი, რო­მე­ლიც მო­იქ­ნია ერთი პი­როვ­ნე­ბის – კონ­სტან­ტი­ბე ღიბ­რა­ძის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მას წა­რედ­გი­ნა ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც მო­ახ­დი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

დაწერე კომენტარი