დღეისათვის ტარიფი დაანგარიშებულია 2.50 ნიშნულზე – ქეთი ბერიკაშვილი

დღეს სემეკ-ის სხდომაზე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებენ.

შავი ჩაი ასკილით

სემეკ-ის პრესსპიკერის, ქეთი ბერიკაშვილის განმარტებით, თბოსადგურებისთვის ტარიფის განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბუნებრივი აირია, რადგან თბოსადგურები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ბუნებრივი აირის მეშვეობით, ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ლარის კურსი. სემეკ-ის პრესსპიკერის თქმით, დღეისათვის ტარიფი დაანგარიშებულია 2.50 ნიშნულზე და ამ კუთხით ცვლილებები არ იგეგმება.

„რაც შეეხება თბოელექროსადგურების ტარიფების გავლენას საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე, როგორც ყველა შემავალი კომპონენტი, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კომპონენტიც მნიშვნელოვანია საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში. მოგეხსენებათ, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება დამოკიდებულია ბუნებრივ გაზზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორც ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ასევე ზოგადად შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასური. ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას თბოსადგურებთან დაკავშირებით. დღეს დაიწყება განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება როგორც კომპანიების პროექტები, ასევე კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის წარმოდგენილი პროექტი. ამის შემდგომ იქნება მიღებული კომისიის მიერ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქეთი ბერიკაშვილმა.

დღეს სემეკ-ის სხდომაზე კომისია განიხილავს შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის მე-3, მე-4 ენერგობლოკები) და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისადა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმებზე.

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი