ტანმოვარჯიშემ პუტინს ტყუპი ბიჭები გაუჩინა – ,,კაბაევას მშობიარობისთვის იტალიელი ექიმი ჩამოიყვანეს”

რუ­სუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ქო­ნე­ბა მი­ლი­არდ 250 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე გა­ი­ზარ­და, ამის შე­სა­ხებ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბი­უ­რო წერს. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ფლობს, და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში მდე­ბა­რე­ობს, სახ­ლე­ბის ყო­ფილ მფლო­ბე­ლებს კი „გა­ზპ­რომ­თან“ აქვთ კავ­ში­რი.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ბოლო დეკ­ლა­რა­ცია 2013 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო. მა­შინ მისი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი იყო.

და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ არა­ერ­თხელ და­წე­რა კა­ბა­ე­ვა­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ. ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა რამ­დე­ნი­მე სტა­ტია ალი­ნა კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის შე­სა­ხებ – გა­ზა­ფხულ­ზე მას ტყუ­პე­ბი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­ტე­ბი­დან მა­ლე­ვე გაქ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ლა­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის გი­ნე­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის მე­ო­თხე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ ყო­ფილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს სრუ­ლი­ად ანო­ნი­მუ­რად ემ­შო­ბი­ა­რა.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, სერ­გეი კა­ნე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ბა­ე­ვამ ტყუ­პე­ბი სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ა­ჩი­ნა. მი­სი­ვე თქმით, სამ­შო­ბი­ა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წი­ნას­წარ შე­უშ­ვეს ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც „ყვე­ლა კუ­თხე შე­ა­მოწ­მეს“.

-სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი­დან გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს. კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ექი­მი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­კოს გე­ნა­დი სუ­ხიკს ეხ­მა­რე­ბო­და. ორი ბიჭი და­ი­ბა­და, თუმ­ცა სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, – ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

პუ­ტინს 30 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლი­უდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას­თან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს – 34 წლის მა­რია და 32 წლის ეკა­ტე­რი­ნა.

პრე­ზი­დენ­ტი ცოლს 2014 წელს გა­შორ­და და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა. შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა ბე­ჭე­დი კა­ბა­ე­ვას თით­ზე, რა­საც მოჰ­ყვა ხმე­ბი მისი და პუ­ტი­ნის სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფილ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შემ არა­ერ­თხელ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მას შვი­ლე­ბი ჰყავ­და, თუმ­ცა ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი