“ტამიფლუს” გაცემა სერკეენკოს თანდასწრებით მოხდება

დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ტამიფლუს გადაცემა 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოხდება.

„ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს” ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, დღეიდან „ტამიფლუს” უფასოდ მიიღებს.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი