სჯეროდა, რომ გადარჩებოდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ…

ერთი თვის წინ ერთ ძალიან ნიჭიერ, სამკვიდროს მოშორებულ ქართველზე – ნიკა ვეშაპიძეზე გიამბეთ, ბელგიის საავადმყოფოში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რომ იყო და ექიმებმა ყველა იმედი გადაუწურეს. თითქოს თავადაც შეჰგუებოდა ბედს და სიკვდილს ელოდა. ინტერვიუს მაინც დამთანხმდა და მართალია, ლაპარაკი უჭირდა, მაინც ხანგრძლივად ვისაუბრეთ. მიამბობდა, როგორ იცხოვრა, რა შექმნა, რას ნანობდა და რას გააკეთებდა, თუკი საშინელ სენს დაამარცხებდა… თითქოს აღსარებასავით გამოვიდა, რადგან დაკარგულ წლებზე მისი მონათხრობი ტკივილითა და სინანულით იყო სავეს… ინტერვიუს ძალიან

დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენჯერმე მომწერა, – იმდენმა ადამიანმა წაიკითხა და გაიზიარა ჩვენი ინტერვიუ, სიხარულით ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ, მგონი, ლეიკემია გაღმა გავიდა. უკვე მჯერა, რომ ძალიან ვიბრძოლებ და მაინც დავამარცხებო. რწენადაკარგულმა ადამიანმა რწმენა დაიბრუნა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ გადარჩებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში…

სამწუხაროდ, ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ბელგიელი ექიმების ვარაუდიც გამართლდა – სამი დღის წინ ნიკა ვეშაპიძე დაიღუპა, მაგრამ ეს ნათელი, სიყვარულითა და იმედით სავსე კაცი თავის დანაპირებს მაინც ასრულებს – იგი სამშობლოში ბრუნდება… მისი უკანასკნელი სურვილით მალე საქართველოში ჩამოასვენებენ და მშობლიურ ხაშურში დაკრძალავენ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნიკას სული. ჩვენი რედაქცია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

გთავაზობთ ნიკა ვეშაპიძესთან ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუს:
“ბევრჯერ ვინანე, საქართველოდან რომ წავედი. ალბათ, ჯობდა, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი… თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები”

 

საქართველოდან დიდი ხნის წინ გაემგზავრა ევროპაში – 1992 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება აირია, გართულდა, უცხო მხარეში ახალი ცხოვრების დაწყება კი, თითქოს, საინტერესოც იყოს და, შესაძლოა – იმედის მომცემიც. მართალია, არც ენა იცოდა და არც სამსახური ელოდებოდა, მაგრამ მაინც გარისკა – 20 წლის ასაკში რისკი ვერაფერი დაბრკოლებაა. ერთხანს ბელგიაში ცხოვრობდა, შემდეგ – საფრანგეთში, პარიზში, საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ახლობლების მოსანახულებლად…
ხელოვანი იყო, თვითნასწავლი მხატვარი. ბელგიაში ჩასულმა, ერთ-ერთ
სოფელში შეგროვებულ ბრტყელ ქვებზე იაფფასიანი ზეთის საღებავებით ქართული პეიზაჟებისა და ეკლესიების ხატვა დაიწყო და ბაზრობებზე ჰყიდდა…
ნიკა ვეშაპიძე:
– სკოლა რომ დავამთავრე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. მაინცდამაინც “ზოოვეტში” უნდოდათ, ჩამებარებინა – მათემატიკა არ ვიცოდი, იქ კი ეს საგანი არ ბარდებოდა და – იმიტომ. არადა, არც თეატრალურ ინსტიტუტში ბარდებოდა მათემატიკა, მაგრამ… დღემდე განვიცდი, ოცნება რომ ვერ ავისრულე და ახლაც თან მაქვს ოდესღაც საქართველოდან წამოღებული უძვირფასესი ავტოგრაფი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილმა ჩემმა უსაყვარლესმა ლეილა აბაშიძემ მომცა… მერე ცოლი შევირთე და ბელგიაში გავემგზავრეთ, ბრიუსელთან ახლოს, პატარა ქალაქში ძალიან იაფად ვიშოვე საცხოვრებელი. ჩემს მოხატულ ქვებს ვყიდდი და იმ თანხით ვირჩენდი თავს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, თანხის დაგროვებაზე მეტად ის მახარებდა, ჩემი ნამუშევრები ხალხს რომ მოსწონდა. შემდეგ ქვებიდან ტილოებზე გადავედი… მეუღლეს დავცილდი და იგი პატარა ვაჟთან – გიორგისთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი.

მალე ბელგიის მოქალაქეც გავხდი, სხვათა შორის – ძალიან იოლად და უკვე ოფიციალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ერთხანს კურიერად ვმუშაობდი – გარეცხილი თეთრეული მანქანით დამქონდა საავადმყოფოებში, მერე თაბაშირით მაკეტების კეთება დავიწყე… ბოლოს, 10 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ვიდრე ავადმყოფობა მომერეოდაიხილეთ სრულად  კვრის პალიტრაზე

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი