“სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა, ეს არ არის პანაცეა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია” – პრემიერი

გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტები არ არის პანაცია და ეს ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება, სწრაფი ტესტები არ არის პანაცია, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებს შემდგომ განვითარების, რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის ქვეყნის სტრატეგია გაუმკვლავდეს მსგავს გამოწვევებს. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, დამატებითი მოგების მიღებას იქნება ეს ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენტები. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობის და ეკონომიკისთვის ვუპასუხოთ ამ გამოწვევას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი