სუხიშვილების მოცეკვავე – ახალი ბიზნესმენი

სუხიშვილების მოცეკვავე დავით ჭანაშვილი საინტერესო და ორიგინალურ პროდუქტს სთავაზობს საზოგადოებას. კერძოდ, ხელნაკეთ, ხისგან დამზადებულ ბაფთებს. იდეა თავად დავითს ეკუთვნის, რომლის განხორციელებაშიც ბავშვობის მეგობარი პაპუნა ნუცუბიძე ეხმარება. ჟურნალისტებთან საუბარში დავითი ამბობს:

cyc

” მე ვარ სუხიშვილებს ნაციონალური ბალეტის პროფესიონალი მოცეკვავე და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ დახმარება ჩემს ბავშვობის მეგობარს ვთხოვე. ახლა კი, აშკარაა, რომ ხალხს მოსწონს რასაც ჩვენ ვაკეთებთ.”

პირველად მათი პროდუქტი 31 დეკემბერს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოჩნდა, მაგრამ ძალიან მალე იმხელა გამოხმაურება მოჰყვა რომ თავად შემქმნელებიც კი გაკვირვებულები დარჩნენ. დავით ჭანაშვილი ამბობს:
“სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე მოკლე ხანში ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. თავიდან ვიფიქრე, ბაფთები მხოლოდ ჩემთვის გამეკეთებინა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ჩემი პროდუქტი სხვებისთვისაც შემეთავაზებინა.”

დავითი ამბობს, რომ თავდაპირველი ბაფთების გასაკეთებლად სახლში ნაპოვნი ძველი ნივთები გამოიყენა. ახალგაზრდა ბიზნესმენის კომპანიას MR2 (Mister Two) ჰქვია. დამფუძნებლის განცხადებით მათი პროდუქტი ანტი-ალერგიულ ლაქს შეიცავს და ისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა.

მათი პროდუქციის ფასი 40-60 ლარამდე მერყეობს, მაგრამ შესაძლებელია ბაფთებს შეკვეთით დამზადება რომლის ფასიც 100 ლარია.  დავით ჭანაშვილი გეგმავს რომ მომავალში ხის ჰალსტუხებიც დაამზადოს და პროდუქცია მამაკაცების გარდა ქალბატონებსაც შესთავაზოს. მათი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ფესისბუქის მეშვეობით.

რეკლამა

დაწერე კომენტარი