“სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად… რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

სუს-ი გამოსაქვეყნებლად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას ჰყავს წყარო, რომელზეც დაყრდნობით მას აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია.

მისივე განცხადებით, ამავე წყაროს საშუალებით ჰქონდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო  ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს.

“დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზეც საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას საგამოძიებო უწყებები გეგმავენ. მისი თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან გინდა სხვასთან. და მათშორის ის საკითხები როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ რომ  ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი ,რომ  მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას  უკვე ნიღაბიც ახეული აქვთ, სახეც ახეული აქვთ და აღარაფერი აღარ ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი