სურთ საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან არის კავშირში – კუბლაშვილი

მარიამ კუბლაშვილი

პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

მაჩალიკაშვილი გომელაურის უწყებაში დღეს მესამედ გამოიკითხება. მას დაკითხვაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერისა და დაფინანსების საქმეზე გამოჰკითხავენ, რაც მისივე თქმით გაუგებარია, რადგან ამ საქმეზე გამოძიება უკვე დასრულდა და სასამართლომ განაჩენიც გამოაცხადა.

დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.

კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობს საზოგადოებაში გააჩინოს აზრის, რომ მოკლული თემირლანმაჩალიკაშვილის მამა ტერორიზმთან კავშირშია.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი