“სულ რომ მწყევლონ – მაგრად აღარ მადარდებს … დიდი ხანია ფეხებზე მკიდია ვინ რაზე იხოკავს სახეს ჩემზე..” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

დაახლ. 4 წლის წინ – ვიღაცამ სქრინი ჩამიგდი, როგორ წერდა ჩემზე ერთი ლამასი გოგო – ვინ ჩემი ფეხებია ეს გურამ შეროზია, სულ ამის საჯარო ლექციებზე რომ მესმის ყველგანო.

ავხტი, დავხტი, ეს ვის აკადრამეთქი. დავსქრინე ეს გოგო, გამოვაჭენე ჩემს კედელზე, დაიწყო მესამე მსოფლიო ომი!

მოგვიანებით, გადავიკვეთ სადღაც, ჰოი საოცრებავ – გადასარევი გოგო აღმოჩნდა ყველანაირად და დავმეგობრდით. ახლა მემორი რომ იმ ჩემს აღშფოთებას მიგდებს – სულ მეცინება, რამ გადამრიამეთქი. სულ რომ მწყევლონ – მაგრად აღარ მადარდებს ახლა, “ნი ტო შტო” სტატუსები ვუძღვნა, დაე იარონ!

ჰოდა, მორალი აქვე:
1. ადამიანებს ნუ შევაფასებთ 1 ფბ სტატუსით, ზედაპირულობაა, ოდესმე შეგვრცხვება.
2. როგორ ვიზრდებით ადამიანები და როგორ გვეცინება შემდგომში ჩვენივე უსაფუძვლო პანიკებზე, დიდი ხანია ფეხებზე მკიდია ვინ რაზე იხოკავს სახეს ჩემზე :დ
#changemymind

ეს ფოტო თავისუფლების სიმბოლოდ და ჩემი მთიანი აჭარის მონატრების ნიშნად

Image may contain: 1 person, smiling, sitting and outdoor

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი