„სუბელიანი პრივილეგირებული პატიმარია“ – ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე

მირზა სუბელიანი

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარენ კვირას, ესე იგი, არასამუშაო დღეს გასცა ნებართვა, რომ მესტიის მაჟორიტარ ვიქტორ ჯაფარიძეს პატიმარი მირზა სუბელიანი მოენახულებინა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება“ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს განსაკუთრებულ პირობებში ამყოფებს.

„როგორც კი ხელისუფლებამ გაიგო ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ, დაიწყო მომზადება მოგონილი ზღაპრების, რომელიც პროკურატურამ ორი დღის წინ მოგვასმენინა. კვირას, როგორც ჩანს, იყო რეპეტიცია იმ საუბრის ჩანაწერის, რომელიც შემდეგ პროკურატურამ მოგვასმენინა და ყველანაირი წესის დარღვევით მისცა შესაძლებლობა ჯაფარიძეს, შესულიყო მირზა სუბელიანთან სასაუბროდ, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ თუ პროკურატურას უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებთ, ორი საკვანძო მოწმის შეხვედრა, რაც მოხდა კვ ირას დღეს, ეს არის პროცესუალური წესების უხეში დარღვევა,“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით კი, მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებული ერთი თვის განმავლობაში უნდა სარგებლობდეს მხოლოდ 4 ხანმოკლე პაემნით და სამჯერ დარეკვის უფლებით. არასამუშაო დღეებში ბრალდებულთან გარეშე პირების შესვლა კი აკრძალულია დაწესებულების დებულებით: „ნათელია, რომ ბატონი მირზა სუბელიანი არის პრივილეგირებული პატიმარი ხელისუფლებისთვის, რომელთანაც კვირა დღეს შესაძლებელია გარეშე პირი შედიოდეს.“

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი