სუბელიანის ხმაურიანი ჩანაწერების შემდეგ, პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიხანაშვილმა იუსტიციის მინისტრს გათავისუფლების თაობაზე პირადად მიმართა. განცხადება თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

მინისტრმა ამ პოსტზე თავისი მოადგილე გიორგი პატარიძე დანიშნა.

შეკითხვა, უკავშირდება თუ არა მიხანაშვილის გათავისუფლება ციხიდან აუდიოჩანაწერების გავრცელებას, წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა.

აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობენ პენიტენციურ სამსახურშიც.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი